Сообщения

მე-8 დღის რეფლექსია

ტრენინგის,   ,,პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება", მე-8 დღეს შევქმენით ჩვენი პროექტის პრეზენტაცია, ტრენერმა აგვიხსნა სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში სასწავლო პროცედურების შევსება.ტრენინგი სასიამოვნოდ და ნაყოფიერად მიმდინარეობს.მადლობა ტრენერს.

მე-7 დღის რეფლექსია

პროექტებით სწავლების ტრენინგის  ფარგლებში მე-7 დღეს გადავხედეთ პრეზენტაციას,შევიტანეთ შესწორებები,გავეცანით შეფასების მეთოდებს,ინსტრუმენტებს,ფაზებს.შევუსაბამეთ ჩვენს პროექტს,შევავსეთ  შაბლონში შეფასების გეგმა,დავწერეთ შეფასების სქემა მოკლე მონახაზი,დღევანდელმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.მადლობა ტრენერს-თეონა ლოთიკაშვილს.

მე-6 დღის რეფლექსია

პროექტებით სწავლების ტრენინგის  ფარგლებში მე-6 დღეს გადავხედეთ დიფერენცირებულ სწავლებას,შევიტანეთ შესწორებები,შევავსეთ სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები,ბეჭდური მასალები,ინვენტარი,ინტერნეტრესურსები,სხვა რესურსები.ვისწავლეთ საძიებო ვებგვერდებზე შესვლა და სურათების და ინფორმაციის გადმოწერა და შენახვა.ვიმუშავეთ საოფისე პროგრამაში poverpoint.დღევანდელი დღე სხვა დღეების მსგავსად ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

მე-5 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო მეტად მნიშვნელოვანი,მივუბრუნდით შაბლონს,გადავხედეთ მიმართულების მიმცემ კითხვებს,გავიარეთ მიზნები და დიფერენცირებული სწავლება.მადლობა ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის.

მე-4 დღის რეფლექსია

პროექტებით სწავლების მე-4 დღეს ვისწავლეთ viewer-ის მოძებნა და გამოყენება ჩვენი პროექტისთვის .ასევე ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმა.დღევანდელმა დღემ წარმატებულად და ნაყოფიერად ჩაიარა.

მე-3 დღის რეფლექსია

გავიარე პროექტებით სწავლების ტრენინგის 3 დღე.ავირჩიე თემა პროექტისთვის,შევისწავლე თემისთვის სტანდარტების და ინდიკატორების მორგება.გავხსენი ბლოგი.ტრენერ თეონა ლოთიკაშვილთან მუშაობა არის ძალიან სასიამოვნო და საინტერესო.